წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ დავიცვათ თქვენი უფლებები და კონფიდენციალურობა მომსახურების გაწევისას.

წესები და პირობები

ვებგვერდი gegold.ge წარმოადგენს კომპანია ”ჯიგოლდის” საკუთრებას. წინამდებარე საიტზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა პირობა, რომლითაც რეგულირდება ვებგვერდით სარგებლობა;

ვებგვერდით სარგებლობისას:

  • თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული პირი, რათა ისარგებლოთ ვებგვერდით
  • ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნების მისაღწევად;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად;
  • თქვენი ქმედება არ იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისკენ;
  • ყველა ის ნივთი, რომელსაც თქვენ ვებგვერდის საშუალებით ახდენს მის რეალიზაციას მის საკუთრებას ან არის მის კანონიერ მფლობელობაში.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის მუშაობას და არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
  • ვებგვერდს არ გამოყენებს იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი;
  • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;

გაეცანით ვებგვერდზე განთავსებულ წესებს და პირობებს და ეს პირობები არის თქვენთვის მისაღები.

ყველა მომხმარებელს, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოყენების გზით შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

ტერმინთა განმარტება

  • პირადი პროფილი - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
  • ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებზე განსაზღვრულ წვდომას.
  • ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ არსებულ ვებგვერდს gegold.ge.
  • კომპანია - ნიშნავს შპს ჯიგოლდი, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • გამყიდველი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც კომპანიის პლატფორმა gegold.ge -ს საშუალებით ახდენს ნივთის/მომსახურების რეალიზაციას.
  • მხარეები - ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს;
  • ნივთი/მომსახურება - გამყიდველის საკუთრებაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება ან მომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის ან გაქირავების მიზნით.
  • საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის)გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

პროდუქციასთან დაკავშირებით პრეტენზიის დაფიქსირების წესი

მომხმარებელი პლატფორმაზე პროდუქტის შეძენის შემდეგ წარმოშობილ ნებისმიერი პრეტენზიაზე მიმართავს მხოლოდ გამყიდველს/პროდუქციის შემთავაზებელ პირს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • კომპანია არ აგებს პასუხს პროდუქციის ხარისხზე;
  • კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან.
  • კომპანია პასუხს არ აგებს ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
  • კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდთან დაკავშირებით. მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა ან მომხმარებლის მიერ ინტერენეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამასა ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, რომელიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო;
  • მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე;
  • მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარზე;
  • მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ზიანზე;
  • მომხმარებლის მიერ პორტალზე განთავსებული ნივთის/ მომსახურების ხარისხზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და ასევე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
  • ვებგვერდზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე;
  • მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულიად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

ნივთის შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა

  • ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის, პროდუქტის მახასიათებლების ან და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
  • მომხმარებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილის ანგარიშიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
  • კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება არღვევს ვებგვერდის რეგულაციას, გააუქმოს.

ინტელექტუალური საკუთრება

  • აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება, კოპირება გადაცემა ან შენახვა. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამმოყენებისთვის.
  • დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი.

თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავებულ იქნას:

  • ა) სამართლებრივი დავის შემთხვევაში;
  • ბ) IT სამსახურთან ვებგვერდის პლატფორმის მუშაობის გასაუმჯობესებლად;
  • გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

დავა და იურისდიქცია

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმობა გადაწყდება ურთიერთმოლაპარების გზით.
  • მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

© 2024 GEGOLD. All rights reserved.